უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი აზოვის მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა

14
უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო გი­ორ­გი ქუ­ფა­რაშ­ვი­ლი აზო­ვის მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი პოლ­კის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.
მისი თქმით, სწო­რედ ქუ­ფა­რაშ­ვი­ლი იყო “აზო­ვის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი, სა­დაც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჯა­რის მომ­ზა­დე­ბას.
“უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი, გი­ორ­გი ქუ­ფა­რაშ­ვი­ლი, და­ი­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სის (აზო­ვის) მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი პოლ­კის მე­თა­უ­რად.
გი­ორ­გი იყო ჩემი პი­რა­დი დაც­ვის ოფი­ცე­რი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ წა­მომ­ყვა ნიუ-იორკში, სა­დაც მეხ­მა­რე­ბო­და რამ­დე­ნი­მე თვე, სა­ნამ არ წა­ვი­დო­დით ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში.
იქ გულ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­კენ გა­უ­წია და ან­დრე ბე­ლეც­კის­თან ერ­თად იყო “აზო­ვის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი, სა­დაც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჯა­რის მომ­ზა­დე­ბას.
მა­რი­უ­პო­ლის ალ­ყის დროს, აზოვსტალ­ზე მძი­მედ და­იჭ­რა და ბო­ლოს ვერ­ტმფრე­ნით გად­მო­აფ­რი­ნეს სას­წა­უ­ლით კი­ევ­ში. მორ­ჩა და დაბ­რუნ­და აზოვ­ში, სა­დაც და­ა­წი­ნა­უ­რეს პოლ­კოვ­ნი­კად და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პოლ­კის მე­თა­უ­რად.
გი­ორ­გი არის უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე. ამ ოფიც­რებ­ში შე­დი­ოდ­ნენ პო­ლო­ნე­თის­თვის მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბი, ეს­პა­ნეთ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სარ­და­ლი, გე­ნე­რა­ლი ამი­ლახ­ვა­რი, ასე­ვე -ში გე­ნე­რა­ლი შა­ლი­კაშ­ვი­ლი და ახლა უკვე ქუ­ფა­რაშ­ვი­ლი და მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში.
ქარ­თვე­ლე­ბი პო­ლო­ნეთ­შიც, ეს­პა­ნეთ­შიც, ამე­რი­კა­შიც და უკ­რა­ი­ნა­შიც იბ­რძვი­ან იმი­ტომ, რომ მი­აჩ­ნდათ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ნა­წი­ლი. მინ­და ვუ­თხრა გი­ორ­გის და სხვებს – წინ გვე­ლო­დე­ბა აფხა­ზე­თი და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ გი­ორ­გი მა­რი­უ­პოლ­ში გა­დარ­ჩა და ნამ­დვილ ლე­გენ­და­რულ ოფიც­რად იქცა.
სამ­წუ­ხა­როდ ჩემი დაც­ვის მე­ო­რე ოფი­ცე­რი და ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი, კახა თი­ლი­ძე ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ზა­პო­რო­ჟი­ეს­თან. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო კა­ხას­თან, გი­ორ­გის­თან, ვანო ნა­დი­რა­ძეს­თან და სხვებ­თან ახ­ლობ­ლო­ბა. მათ შო­რის, ამ ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, პირ­ვე­ლად 2022 წლის ხარ­კო­ვის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სწო­რედ ახლა, ჩემი მე­გობ­რის, მი­ხე­ილ ფი­ო­დო­რო­ვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ (მისი მრჩე­ვე­ლია გოგა ცხა­კა­ია) მო­ი­პო­ვეს სტრა­ტე­გი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა ფრონტზე,“ – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ