The Washington Post: უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა

უკრაინამ -ს შეატყობინა, რომ მ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა მხარი არ დაუჭირეს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და ამ ნაბიჯს „უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული არჩევანი“ უწოდეს.
„წინასწარ ინფორმირების შედეგად თეთრ სალხს მიეცა საშუალება, მოუწოდოს ზელენსკის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადახედვისკენ, თუმცა ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა“, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა. CNN-ის ცნობით, ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში