ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია:
– ეს რომ თქვენს შვილს სჭირდეს, რას იზამდით?
– ჯვარი მწერია.
აი, ეს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენიანი ბავშვის ერთ-ერთ მშობელს შეხვედრაზე!
სრულ ჭკუაზე როგორ არის ეს ხალხი, გაოგნებული ვარ.
ამას რომ გეტყვის სახელმწიფო, რომელსაც შენ აძლევ ფულს, რომ სწორად გაანაწილოს ის და არა პრემიერებს აპარინოს ატკატებში!
როგორი საქართველო მინდა, იცით?
ნებისმიერი, ნებისმიერი დაავადების აღმოჩენის დროს რომ იარსებებს სერვისი, ადამიანები, ექიმები, სოციალური მუშაკები, რომლებიც ეგრევე შენს გვერდით გაჩნდებიან და გეტყვიან – ნუ გეშინია! შენ არ ხარ მარტო! შენი ქვეყანა შენს გვერდითაა! ახლა არ გატყდე, ყველაფერს მივხედავთ ერთად!
მე არასოდეს შევწყვეტ ასეთი საქართველოსთვის ბრძოლას და მჯერა, რომ ერთ დღეს ყველა ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულს, მოხუცს, მიუსაფარ ცხოველს, არამიზნობრივად გასაჩეხად გამზადებულ ტყესა და ასაოხრებელ მიწას ვეტყვით – ნუ ღელავ, მე ვარ საქართველო და მე შენზე ვიზრუნებ ამ წამიდან!




