ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს

აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.
„აშშ-ის თავდასხმები მორიგ ავანტიურულ და სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის გაზრდას გამოიწვევს“, – განაცხადა ნასერ ქანაანმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ რეგიონში აშშ-ის უკანონო და ცალმხრივი თავდასხმები აღკვეთოს.
„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და კრიზისის ძირითადი გამომწვევი მიზეზი აშშ-ის უსაზღვრო მხარდაჭერით ისრაელის მიერ პალესტინელების ოკუპაცია და გენოციდია“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ