იაგო ხვიჩია – მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა

ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ს მხარი რომ დაუჭიროს, მაშინ, ის „უმრავლესობის წევრი უნდა იყოს“.
„სამთავრობო გეგმები ძალიან მაინტერესებს-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 10 წელზე მეტია ვიცნობ და მათ სულ ერთნაირი გეგმა აქვთ. ქვეყანა თავისით, სადღაც მიდის რაღაცნაირად და სინამდვილეში, მოსახლეობამ არ ვიცით ჩვენი ღირებულებები ამ მთავრობის აზრით რა არის, საით მივდივართ გარდა იმისა, რომ ამ ახალ პროგრამებში ჩინური ხაზია ე.წ. გაძლიერებული. ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გამოეწვია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხანია საქართველოში ბოლო რეალური პრემიერი იყო. საერთოდ, ზოგადად, წინა მთავრობის დროსაც, ერთადერთი, რეალური პრემიერი გვყავდა . საქართველოში ეს თანამდებობა, როგორც წესი, ბუტაფორიაა და არაფერს არ ნიშნავს პრემიერების ცვლილება, სამწუხაროდ, ამას არ გააჩნია არათუ გარდამტეხი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, არამედ ერთკვირიანი მნიშვნელობაც კი მედიისთვის. ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა.
ჩვენ კითხვები საერთოდ არ გვაქვს, ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ ისინი არ იმსახურებენ ასე უნიშნავდნენ და უხსნიდნენ პრემიერ-მინისტრებს, რომ არავინ არ იყოს აზრზე, ეს რატომ მოხდა. მხარდაჭერას რაც შეეხება, მხარი რომ დავუჭირო ს, უმრავლესობის წევრი უნდა ვიყო და გავხდები, როგორც კი მხარს დავუჭერ, შესაბამისად, მგონი, არავისთვის საფუძველი არ მიმიცია უმრავლესობაში გადავდივარ თუ არა, ამ კითხვას, სერიოზულად ვუპასუხო“, – განაცხადა ხვიჩიამ.