ღარიბაშვილს სავარძელი არ სჭირდება საკუთარ თავთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის

“დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამთავრობო სავარძელი და ზოგადად, თანამდებობა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტიც სახეზეა – მან თავად დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოველგვარი ტრაგიზმისა და ქვეტექსტების გარეშე მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა.”– წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
“არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის პანაცეა პრემიერ-მინისტრობა. მან კარგად იცის, რომ ის, როგორც პილიტიკოსი, შედგა! როგორც პატრიოტი ქართველი შედგა! როგორც პრაგმატული, გონიერი, სანდო პიროვნება, ერმა მიიღო!
ღარიბაშვილს სავარძელი არ სჭირდება საკუთარ თავთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის! ეს ურთიერთობაც და ნდობაც შედგა!
მოკლედ, ის – ირაკლი ღარიბაშვილი- მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და მისი ადგილი, სწორედაც, ღია პოლიტიკაშია! აღმასრულებელი ხელისუფლის მძიმე ტვირთისგან თავისუფალ, პატრიოტიზმითა და ეროვნული ინტერესებით გაჯერებულ პოლიტიკაში!
2024 წელი მსოფლიო პოლიტიკური ძვრების წელია! წელი, როდესაც ომებით, არჩევნებით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება! უნდა მოხდეს ლიბერალების სრული კრახი! უნდა მოხდეს ჩვენი, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ტრადიციენის, ჩვენი მომავლის გადარჩენა და გამარჯვება!
ჰო და, იცის ბიძინამ რას აკეთებს. იცის ვისთან ერთადაც აკეთებს და ისიც იცის, ვინ სად ჭირდება! ისიც ძალზე მნიშვნელივანია, რომ პარტიის გაცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური კურსი გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტებში.( ვფიქრობ, პარტიის თანამდებობებიდან ბევრი გადავა მინისტრად). ახლა, არჩევნების დროა! ახლა, პოლიტიკის დიდ ტატამზე უნდა ვიჭიდაოთ და… ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს! მე ასე ვხედავ…
“ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”- ასე უთქვამთ და არა სავარძელმან შენმაო! “ არის დრო… ნგრევის და დრო შენების, დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების… დრო დუმილის და დრო ლაპარაკის… ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე”
მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, ვის ვენდობით და ვის არ ვუღალატებთ! ერთად საქართველოსთვის, მოკეთეებო!”- წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით