“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა სტივენ უორნოკმა, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ, BBC Radio 5-ის ეთერში „წითლები“ გააკრიტიკა:
„უნდა ვაღიაროთ, პსჟ გაცილებით უკეთესი გუნდია. მათთვის რთული მატჩი იყო, მაგრამ გაუძლეს. მატვეი საფონოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა. სადღაც გაუმართლათ, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი სამართლიანია.
ისინი სხვა დონეზე, შესანიშნავად თამაშობენ, დაუნდობლები არიან. „ლივერპულმა“ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, დროის უმეტეს ნაწილში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტოქეს საუკეთესო შემტევები ჰყავს, რომელთაც მომაკვდინებელი  დარტყმის მოყენება შეუძლიათ. ისე ითამაშეს, როგორც საჭირო იყო.
რეალობას ვერ გავექცევით, თუ „ლივერპული“ გასულ კვირაში რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ამჯერად სახლშიც ვერაფერს გახდა. „პარი სენ ჟერმენთან“ წაგება სამარცხვინო არ არის“.