გიორგი ვაშაძე – ვხვდებით Microsoft-ის წარმომადგენლებს, გპირდებით, ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვა საქართველოში – მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უმუშევრობას დავამარცხებთ

ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, -ში, Microsoft-ში ვიზიტისას განაცხადა.
„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა:
„ჩემს უკან არის Microsoft-ის ოფისი და ჩვენ ვხვდებით დიდი ამერიკულ კომპანიების წარმომადგენლებს. რა არის მიზანი? ჩვენ გვინდა ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში. არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აქვს შანსი, იქ დახურული კომპანიები წამოვიყვანოთ და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა და ამიტომ გვინდა გამარჯვება, გვინდა შევცვალოთ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება დავიწყოთ და გპირდებით, ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში და მათთან ერთად ჩვენ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში სრულად დავამარცხებთ უმუშევრობას, როგორც ნომერ პირველ პრობლემას საქართველოში. ამას სჭირდება განათლებული და პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში და ამისთვის უნდა დავდგეთ ყველანი ერთად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული