„ფორმულას“ ჟურნალისტი: „ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი
„ქართულ ოცნებას“ არაფერი არ გაუჩერებია, თვითონ [ევროკავშირმა] გააჩერეს და ძაან კარგად იცით ეს თქვენ“, — ამბობს ჟურნალისტის საპასუხოდ ეკა ჭიჭინაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ეკა ჭიჭინაძეს ჟურნალისტის შეხსენება დასჭირდა, რომ დღეს „ოცნების“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უსმენენ და მას შეკითხვები უნდა დაუსვან.