ინალ არძინბა – აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მ განაცხადა.
„BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის, ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებისთვის მუშაობს. ასოციაციის მუშაობაში ანგარიშსწორებების ეროვნულ ვალუტაში გადასვლის ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა არძინბამ.
ამასთან, არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტიული ფორმატები შეიძლება ბიზნეს ჯგუფების შეხვედრები, სამოქალაქო და აკადემიური ფორუმები, ახალგაზრდული ფორუმი, ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმი და სპორტული თამაშები იყოს.
ცნობისთვის, რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს გადაიბარა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს