სროლა თურქეთის ერთ-ერთი სკოლაში – დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი

8
თურ­ქე­თის ერთ-ერთი სკო­ლა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა – გამოცემა Haber Turk-ის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი.
დაშავებულთაგან,  10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, 1 პოლიციელი და 1 სასადილოს ოპერატორია.
შან­ლი­ურ­ფის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ჰა­სან სილ­და­კის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი, 19 წლის ახალგაზრდა, ამავე სკოლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლეა.არსებული ცნობით, მან თავი მაშინ მო­იკ­ლა, რო­დე­საც პო­ლი­ცია მის და­კა­ვე­ბას ცდი­ლობ­და.
გამოცემის ცნობით, ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, სკოლაში კი ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარს თურქეთის საგამოძიებო სამსახურები იძიებენ.