პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.
„ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.
„გასულ კვირას, იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ამ მამაცი ამერიკელების ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი და თითოეული მათგანის ოჯახს ვესაუბრე“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.