თბილისში, 66 წლის კაცი საკუთარი მეუღლს შვილიშვილების გაუპატიურებისა ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამ დანაშაულის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ჩადიოდა.“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედებას გულისხმობს.ბრალის დამტიცების შემთხვევაში დაკავებულს კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.



