გაეროს სასამართლო უკრაინის სარჩელს ნაწილობრივ განიხილავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა სასამართლომ 2 თებერვალს დაადგინა, რომ ის განიხილავს ს მიერ შეტანილ საქმეს, რომელშიც სასამართლოს სთხოვს გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდი არ მოუწყვია. ეს არის ბრალდება, რომელიც რუსეთმა გააჟღერა უკაინის წინააღმდეგ და ქვეყანაში შეჭრის საბაბად, სანამ 2022 წლის თებერვალში, მეზობელ სახელმწიფოში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა.
უკრაინამ ეს საქმე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში 2022 წლის თებერვალში ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეიტანა. 16 მოსამართლისგან შექმნილი პანელი აცხადებს, რომ მომდევნო ეტაპზე ისინი განიხილავენ, ჩაიდინა თუ არა უკრაინამ გენოციდი დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში, რომლებიც ახლა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არიან.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიო სასამართლო. გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანოc ჰააგაში მდებარეობს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე დავებს განიხილავს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს შორის მსაჯულის როლში გამოდის.
მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სასამართლოს აქვს იურისდიქცია, თავდაპირველი საქმის მხოლოდ მცირე ნაწილის განხილვაზე. მოსამართლეებმა უარი თქვეს უკრაინის მოთხოვნის განხილვაზე, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით და აღმოსავლეთ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებით, რუსეთმა 1948 წლის გენოციდის კონვენცია დაარღვია.