ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა

4
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატის ასლი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს. აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა კი საზოგადოების შემოწირულებით, 2012 წელს დაიწყო. პატრიარქის კურთხევით, ტაძრის მშენებლობაში სრულიად საქართველო იყო ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…