როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ნალექიანი ამინდი

5
14 აპრილს – სამშაბათს
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით მთაში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°.
15 აპრილს – ოთხშაბათს
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, ზოგან -15°-მდე, დღისით +4, +9°.
16 აპრილს – ხუთშაბათს
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +10, +15°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, ზოგან -14°-მდე, დღისით +6, +11°.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…