შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსური სხივების საიდუმლო ამოხსნან

დამუხტული კოსმოსური სხივები მუდმივად „წვიმს“ ჩვენთან, მაგრამ მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან მათ შესახებ. ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, თუ როგორ აღწევს ეს კოსმოსური სხივები ასეთი სიჩქარით ჩვენს პლანეტამდე. ახლა კი პატარა შავი ხვრელი ეხმარება მკვლევრებს, გაიგონ მისი საიდუმლოებები. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შავ ხვრელში ბუნებრივად წარმოქმნილ ნაწილაკის ამაჩქარებელს მიაგნეს, რომელიც კოსმოსური სხივებით ჩვენს პლანეტას „ბომბავს“…

ბოლო წლების მანძილზე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კი, აქ არის ნაწილაკის აჩქარება, მაგრამ როგორ ხდება ეს? შეუძლებელი იყო ამის თქმა. ახლა კი იმ ეპოქაში შევაბიჯეთ, სადაც ისეთ კითხვებს შეგვიძლია გავცეთ პასუხები, როგორებიცაა სად და როგორ, — აცხადებს ლაურა ოლივიერა-ნიეტო, კვლევის ავტორი.

ჩვენი პლანეტა კოსმოსური სხივების ზღვაში ცურავს, რომლებსაც თან ბევრი ენერგია ახლავს. თუ ეს სხივები დედამიწას უფილტროდ დაეჯახება, პლანეტაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდება… თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს, იმდენად სწრაფია, რომ ჩვენს სხეულში ჰაერივით შეუძლია გაიაროს და იმდენი ენერგია მოაქვს თან, რომ ჩვენი დნმ-ის ელემენტებად დაშლა შეუძლია. თუმცა დედამიწის ატმოსფერო ყველაზე საშინელი რადიაციისგან გვიცავს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, როგორ ჩნდება ისინი ჩვენს სამყაროში, თანაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დებს ინვესტიციას იმაში, რომ ადამიანები მულტიპლანეტარულ არსებებად აქციონ.

დამუხტული კოსმოსური სხივები კვაზარებიდან მოდის, რომლებიც საკმაოდ შორსაა. ისინი ირმის ნახტომში ფეთქდება, რის გამოც მათი დეტალურად ნახვა რთულია. შესაძლოა, სუპერნოვა უფრო ახლოს იყოს, მაგრამ ისინი აგზავნიან დაბალი ენერგიის სხივებს, რომლებიც მართლაც ფერმკრთალდება, როცა მეცნიერები დედამიწაზე არსებული ტელესკოპებიდან უყურებენ… თუმცა ახლომდებარე კოსმოსურმა ობიექტმა, SS 433-მა ახლა მეცნიერებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო — იშვიათი შესაძლებლობა მისცა მათ, კოსმოსური სხივები უპრეცედენტო დეტალებში ენახათ.

SS 433 მიკროკვაზარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პატარა შავი ხვრელი მზის მასას ათჯერ აღემატება. Manatee-ს ნისლეულში მდებარეობს, გაზის ღრუბელში, რომელიც ვარსკვლავის აფეთქებამ დაგვიტოვა 18 000 სინათლის წლის მანძილზე — მიკროკვაზარს ვეძახით, რადგან ყველაფრის მინიატიურულ ვერსიას გვთავაზობს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკმარისად სუსტია, რათა ახლოს იყოს, მაგრამ საკმარისად ძლიერი, რომ ძალიან დამუხტული ნაწილაკები გამოისროლოს. იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე სუპერნოვას შეუძლია. თუმცა ამით ამ კვაზარის განსაკუთრებულობა არ მთავრდება, თუ ჩვეულებრივ მსგავსი ობიექტების სხივის მსგავსი ნაკადები ერთ ან ორ დღეს გრძელდება, აქ 50 წელს ძლებს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სხივებს შორის დიდი უფსკრული იყო — მათ შავი ხვრელის ირგვლივ პატარა სპირალები დაინახეს, დაახლოებით 0.1 პარსეკის მოშორებით, შემდეგ არაფერი და სხივები კვლავ გამოჩნდა დაახლოებით 75 სინათლის წლის მანძილზე. მეცნიერები კი ფიქრობენ, რომ სწორედ ეს ცარიელი ადგილი არის ის სივრცე, სადაც ნაწილაკები აჩქარებას ახერხებს.

აღნიშნული მოსაზრების ასახსნელად სამ თეორიას გვთავაზობენ — შავი ხვრელის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის ხაზები ამ ნაწილაკებს ისე აბრუნებს, რომ დიდი წნეხის ქვეშ უწევს ყოფნა და ნაწილაკებს კოსმოსისკენ უბიძგებს. თუმცა ამ შემთხვევაში ამაჩქარებელი შავ ხვრელთან საკმაოდ ახლოს უნდა იყოს… მეორე ვერსიით, შავი ხვრელი ქმნის გვირაბებს, რომლებიც მუხტავს ნაწილაკებს, ხოლო მესამე ჰიპოთეზის თანახმად, ნაწილაკები რაღაც უხილავი კედლისკენ ეშვება; უსასრულობაში, რომელიც მათ აჩერებს. სიჩქარის ცვლილება კი ენერგიის დაგროვებას იწვევს, რაც ნაწილაკებს სწორედ იმ სიჩქარეს აძლევს, რომლითაც მეცნიერები გაოცებულნი არიან…

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე