“უნგრეთში ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდა ყველა ოპოზიციური ძალა. ჩვენს შემთხვევაში ეს არ მომხდარა” –

14
მწერალი, :
“უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამიტომ პრინციპში, ის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდა ორბანი, ომის შიში არ იყო პირდაპირი, ომის შიშმა არ იმუშავა, იმიტომ, რომ ის აბამდე უკრაინას. ჩვენს შემთხვევაში, პირდაპირია ეს შიში და ამიტომ “ქართულ ოცებას” რა ჰქონდა და რა აქვს პროპაგანდისტული ნარატივი? ომის შიში. ბაზისურად ვერ მოსპო ევროპული დემოკრატია უნგრეთში და რაც მთავარია, ახალგაზრდები იყვნენ ძალიან აქტიურები უნგრეთში. ახალგაზრდები გამოვიდნენ, უარი უთხრეს იმ გერონტოკორატიას თუ კლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას. იყო ერთი ლიდერი და ამ ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდა ყველა სხვა ოპოზიციური ძალა. ჩვენს შემთხვევაში ეს არ მომხდარა. მაგალითი არის კონსოლიდაცია, იმედის მიცემა. ივანიშვილი დაიწყებს ახლა ბორგვას, მოუწევს რაღაც გარკვეული ცვლილებების გატარება, იმიტომ, რომ მას მხარდამჭერი აღარ ჰყავს ევროკავშირში.
ცხადია, უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, გარღვევა მოხდა თითქოს კვანძის გახსნის მსგავსი. პრორუსული რეჟიმებისთვის ყულფი ვიწროვდება, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი ავტოკრატიისთვის და ოლიგარქიისთვისაც ეს არის სიგნალი.
უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა