თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ სტუმრად „ჰათაისპორთან“ 1:3 დამარცხდა.
“ჰათაისპორი” 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც „ფატიჰ კარაგუმრუკი” შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, ანგარიში შეამცირა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი აბურჯანია.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს სახლში თასზე „სამსუნსპორთან“ ჩაატარებს.
მერსინი. „მერსინ სტადიუმი“
ჰათაისპორი – ფატიჰ კარაგუმრუკი 3:1
გოლები: 1:0 მასანგა (41), 2:0 სტრანდბერგი (51, პენ), 1:2 ლაზანია (86), 3:1
მასანგა (90+5)