მსოფლიო თასი სნოუბორდში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

საქართველო კვლავ რჩება მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად გუდაურში, 3-4 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპს გუდაური პირველად მასპინძლობს. სპორტულ ღონისძიებაში 17 ქვეყნის (, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, ) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
2023 ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული სპორტული ღონისძიების წარმდგენი სილქნეტი იყო, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. კომპანიის მხრიდან
თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე, რის შედეგადაც ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.
დღეს უკვე, საქართველო FIS-ის კალენდარში, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.
2024 წლის სეზონი სქი ქროსის მსოფლიო თასის შეჯიბრით გაგრძელდება, რომელიც 10-11 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში გაიმართება. ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
სილქნეტი აგრძელებს ზამთრის სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას.
R