“რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ერთი წელი უმუშევარი იყო, 28 დეკემბერს ჩინეთის “შანხაი შენხუა” ჩაიბარა და გარეგნულად გარდაისახა.
“შანხი შენხუამ” კატარში თანასწორობის თასზე “ალ დუჰაილს” 1:0 სძლია, რომლის მწვრთნელი პსჟ-დან დათხოვნილი კრისტოფ გალტიეა. ფრანგმა თქვა, რომ სლუცკის მატჩის წინ ესაუბრა, მრავალი საკითხი განიხილეს და ის შესანიშნავი სპეციალისტია.
სლუცკის წონაში გვარიანად დაუკლია და თამაშის რეპორტაჟისას კომენტატორმა შეაქო: “ლეონიდი ჩინებულად გამოიყურება. გაახალგაზრდავებულა. ფეხბურთში დაბრუნებამ და შოუბიზნესიდან წასვლამ მასზე აშკარად კარგად იმოქმედა”.