იაპონია ტრამპს აფრთხილებს, ჩინეთთან რეგიონისთვის საზიანო გარიგებაში არ შევიდეს

ტოკიო, ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირე აზიაში, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს გზავნილს აწვდის: ნუ ეცდებით ჩინეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევას, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს წლების განმავლობაში გაწეული კოლექტიური ძალისხმევა პეკინის შესაკავებლად და რეგიონში მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად.
იაპონიამ ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპთან დაახლოებულ ადამიანებთან ურთიერთობის მცდელობები გაააქტიურა, რადგან რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ის პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ლიდერობს.
ტრამპთან დაკავშირების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ექვს იაპონელ ოფიციალურ პირთან ინტერვიუში გამოიკვეთა. ეს იმ ფონზე, როცა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აპრილში პრეზიდენტ ს მიწვევით ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან