მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა – “ვილიარეალმა” “ატლეტიკს” მაინც მოუგო

ლა ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ატლეტიკი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო და გოლის გატანასთან ახლოს იყო – კარიდან წინ გამოსული უნაი სიმონი შენიშნა, ცენრიდან დაურტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ გურუსეტამ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.5, sofascore 6.4, whoscored 6.0.
„ვილიარეალი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა და 23 აპრილს „ოვიედოს“ ესტუმრება.
ბილბაო. „სან მამესი“
ატლეტიკი – ვილიარეალი 1:2
გოლები: 0:1 კარდონა (26), 0:2 გონსალესი (45+5), 1:2 გურუსეტა (84)