ალექსანდარ ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, 10 ივლისამდე ან სექტემბრიდან წლის ბოლომდე ჩატარდეს

“სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, 10 ივლისამდე ან სექტემბრიდან წლის ბოლომდე ჩატარდეს” – თქვა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა. სერბული მედიის ცნობით, მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუტი “მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღებს
🔻 პრეზიდენტი ვუჩიჩი ქვეყანაში მიმდინარე მრავალთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და დაძაბულობის ფონზე სერბებს დაჰპირდა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავდა. თუ არჩევნები წლის ბოლომდე არ ჩატარდება, ეს ავტომატურად პირობის დარღვევა იქნება, რადგან სერბეთში გეგმური საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარდეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ