ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს

8
ოკუპირებული აფხაზეთის “გენერალურმა პროკურატურამ”, 4 წლამდე გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა დააკავა.
გამოძიების ვერსიით, კრისტინა ლახინამ, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, განზრახ მიაყენა მცირეწლოვანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და დამცირებით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმეს გულრიფშის რაიონის პროკურატურა იძიებს. სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა.
ექიმებმა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ