რუსეთმა კობა ხაბაზს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა – Netgazeti

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრ კობა ხაბაზს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლის პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.ის დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობის“ მუხლით — რასაც იყენებს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების წინააღმდეგ. რუსული მხარე კობა ხაბაზს ედავება, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 2022 წლიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით.უკრაინის მხარეს ბრძოლის საბაბით, რუსეთს დაუსწრებლად გასამართლებული ჰყავს სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც და ძებნა აქვს გამოცხადებული ალეკო ელისაშვილზე, გია ბარამიძეზე, ირაკლი ოქრუაშვილზე.ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: დასავლური მედიის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი იყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანეთის სამეფო საოპერო თეატრის მიერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნისა…

ვიკა ბუკია: მთელი ღამე ბუნკერში გავატარეთ. გამთენიისას ნომერში ასულს კი კოშმარი დამხვდა: ფანჯრის მიღმა უშველებელი კვამლი და დამწვრის სუნი, რომელიც ყელში გიჭერს. კორპუსი ჩამონგრეულა და ადამიანები მოყვნენ