“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას” – კობახიძე

პრემიერობის ახალი კანდიდატის ირაკლი კობახიძის საგარეო პოლიტიკური ხედვის მიხედვით, საქართველო ჩინეთთან დაახლოებისკენ მიილტვის.
კობახიძის სამთავრობო გეგმაში მთავარ პრიორიტეტად საქართველოს ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება რჩება, დეოკუპაციაზეც არის საუბარი და ასევე ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით,” – წერია პროგრამაში.