ISFED-ი, IDFI-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს

ISFED-ი, IDFI-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს
„დესტრუქციულად განწყობილი „ენჯეო“ იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც საჯაროდ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე „ენჯეო“, მათ შორის, ISFED-ი და IDFI-ი, სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული მავნებლობით გამოირჩევიან.
„ISFED-ი, IDFI-ი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, წესით, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს.
თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, როდესაც 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლები გააყალბეს და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანას არყევდნენ. ამას გარდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საქართველოზე ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ეკუთვნოდა, ქართული „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ ეკუთვნოდა და ამას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, დღესაც აგრძელებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Previous: „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და შექმნა ღირებულებათა ისეთი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა