მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა – “ლივერპულმა” “ფულჰემს” მოუგო

პრემიერლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ფულჰემი“ 2:0 დაამარცხა.
მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე მეთექვსმეტე მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მესამედ შეინახა.
მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, მასპინძლებს თავიდან მომენტების შექმნა უჭირდათ. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და გატანის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან ბობის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კი ლენოს კარი ნგოუმამ და სალაჰმა დალაშქრეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში ლონდონელები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა მათმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და სლოტის გუნდმა გაიმარჯვა.
„ლივერპული“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 ნგოუმა (36), 2:0 სალაჰი (40)