თინა ბოკუჩავა – ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო

ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფებიან, ისინი „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, – ში შეხვედრებს აგრძელებენ. მათ შეხვედრა ციფრულ პალატაში გამართეს.
„ბიზნესის დიდი მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია. საქართველოს შეუძლია, იყოს მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ ათი ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილება გვჭირდება, რათა ეს იდეები შემოვიტანოთ და განვახორციელოთ საქართველოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა