Marca: მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

კილიან მბაპე პსჟ-ს სეზონის ბოლოს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალს” შეუერთდება.
შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელი “პარი სენ ჟერმენს” 2017 წელს შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში კილიანმა პარიზელთა მაისურით 287 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 204 გატანილი გოლითა და 104 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში