5
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე, წერს:
“როგორც ჩანს, ირანელები ვერ ხვდებიან, რომ მათ ხელში არანაირი კარტი არ უჭირავთ, გარდა საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი დაშანტაჟებისა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებების წარმოებაა!“ .
ირანის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ისლამაბადში ჩავიდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დელეგაციას ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ-ბაღერ გალიბაფი ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებიან:
• აბას არაღჩი – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი;
• ალი აქბარ აჰმადიანი – ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი;
• აბდოლნასერ ჰემატი – ცენტრალური ბანკის მმართველი და ირანის პარლამენტის რამდენიმე წევრი.
ჸ
