როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი – ზელენსკი

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს.
დღეს ადრეს ფოგ რასმუსენს შევხვდი, Rasmussen Global-ის თავმდჯომარესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს 2009-დან 2014 წლამდე.
მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის “კიევის უსაფრთხოების პაკეტის” შედგენაში, რომელიც “დიდი შვიდეულის” ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ”, – წერს ზელენსკი.
Next: ამ ურთულეს პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, არამედ შეძლო, სამი წლის განმავლობაში გაეორმაგებინა ქვეყნის ეკონომიკა და დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო