შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება.
CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა, სულ მცირე, 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო პოტენციალის ორი მესამედი და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს – კიევისა და უკრაინის დაპყრობას.
უილიამ ბერნსს ასევე მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრამ შეარყია პუტინის ძალაუფლება, რასაც მოწმობს ევგენი პრიგოჟინის აჯანყება 2023 წლის ივნისში. ამავე დროს, პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომის გაჭიანურება, იმ იმედით, რომ დრო მის მხარესაა.
“წარმატების გასაღები არის დასავლეთის დახმარების შენარჩუნება. -ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები მოკრძალებული ინვესტიციაა”, – წერს ბერნსი.
ის აღნიშნავს, რომ იარაღით დახმარება უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციას მისცემს სავარაუდო მოლაპარაკებების შემთხვევაში და ასევე უზრუნველყოფს შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა