“14 წლის შვილი წამართვით” – აითაჯის საქმე – სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
სხდომაზე, სადაც ჩვენების მისაცემად მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის მამა გამოიძახეს, შახმაროვას დედა შეუძლოდ გახდა.
ალიმი მოგიკვდეს, 14 წლის შვილი წამართვით”, – ასე მიმართა ეგნატა მაგარამოვამ მოწმეს.
მაგარამოვა შეუძლოდ გახდა, სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და შესვენება გამოცხადდა.
მანამდე სასამართლოში ჩვენება იმ სკოლის დირექტორმა მისცა, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა. დირექტორის, გამეტ ისმაილოვის განცხადებით, გოგონა მე-9 კლასში, სექტემბრიდან სკოლაში საერთოდ არ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ