“ჩააბარეთ ხურვალეთი რუსებს?” – ლუდა სალიას თქმით, ხურვალეთიდან სასწრაფო დახმარების ნომერზე რუსულად უპასუხეს “ცხინვალიდან”

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, ხანდაზმულთა სახლის ,,სახლი საზღვრებს გარეშე” დამფუძნებელი, ლუდა სალია, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს დილით ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება და ცხინვალის სასწრაფო დახმარება პასუხობდა რა ხდება, ჩააბარეთ ხურვალეთი რუსებს??
კომენტარებში მას ეკითხებიან, ხომ ნამდვილად 112–ზე დარეკა და პასუხობს:
დიახ, რუსულად გპასუხოვენ და რომ ეკითხები რატომ მელაპარაკები რუსულადო, ცხინვალუს სასწრაფოში რეკავო, გვპასუხობს.
კომენტარებში წერენ, რომ მსგავსი მოხდა სოფელ ტახისძირშიც და იქაც, სასწრაფოს ნომერზე, ოკუპირებული ცხინვალიდან, რუსულ ენაზე უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა