კრემლი: პუტინმა სააღდგომოდ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა

კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვსა და რუსეთის გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების შეჩერება დაავალა.
კრემლი ამავდროულად ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები უკრაინის მხრიდან “შესაძლო პროვოკაციებისა” და “აგრესიული ქმედებების” შეჩერებისთვის მზად უნდა იყვნენ.
“მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან, აღდგომასთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 2026 წლის 12 აპრილის ბოლომდე ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა”. – წერია სამთავრობო მედიისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, უკრაინაში “სააღდგომოდ” ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთმა ზავი დაარღვია, აღდგომის დღეს იერიშებს განაგრძობდა და გაძლიერებულად იყენებდა მძიმე შეიარაღებას.
როგორც ხერსონის გუბერნატორი ტელეგრამზე წერდა, რუსებმა ოლქზე დრონებით შეტევა სწორედ 18:00 საათისკენ დაიწყეს. ხოლო ზელენსკის თქმით,  20 აპრილის დილის 10 საათიდან (ადგილობრივი დროით) რუსეთის მხრიდან იერიშების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.
ცეცხლის დროებით შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსები ხერსონს დრონებით დაესხნენ თავს
ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსეთმა დრონების გამოყენება გააორმაგა