თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და გამოვიყენებთ ძალიან ეფექტურად – ტრამპის ახალი მიმართვა ირანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები უახლესი შეიარაღებით ივსება და მზად არის ირანზე დასარტყმელად, თუ პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდება.
„ჩვენ გადატვირთვის პროცესი გვაქვს. ხომალდებს ვავსებთ საუკეთესო საბრძოლო მასალით, ოდესმე შექმნილი საუკეთესო იარაღით – იმაზე უკეთესითაც კი, რაც ადრე გამოვიყენეთ და ისინი მიწასთან გავასწორეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
„და თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და გამოვიყენებთ ძალიან ეფექტურად“, – ამბობს ტრამპი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო