ბიშკეკში თბოელექტროსადგურზე ავარია მოხდა. ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება

2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა ცხელი წყლით მომარაგება,ზოგიერთ რაიონში კი გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა.
როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოელექტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება.
ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა.

ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინსწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს