ალიევი მშვიდობის სანაცვლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს

“სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში პირდაპირი მოწოდებაა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან შეერთებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიც არის ასახული”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო და რამდენიმე დღეში სრულად დაიკავა. მთიანი ყარაბაღი მთლიანად აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან