გიორგი ვაშაძე – აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, „მაიქროსოფთის“, „ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს ვხვდებით – საქართველოს შანსი აქვს, რეგიონის ლიდერი იყოს

“გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა – მ და თინა ბოკუჩავამ -ს ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართეს.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს შანსი აქვს, რომ მსხვილი ამერიკული და ევროპული ინვესტიციები მოიზიდოს.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ოთხ წელიწადში საქართველოში უმუშევარი ადამიანი აღარ იქნება.
“რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? – ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა ვიმყოფებით აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, ვხვდებით, „მაიქროსოფთის“, “ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას და რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს რეგიონის ლიდერი და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში. ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, დიდი კომპანიები ჩამოვიყვანოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფი ნახტომი გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, ამისთვის ვემზადებით.
ძალიან ფართო წრეებთან გვაქვს საუბარი და ყველა ელოდება ჩვენს დიდ გამარჯვებას ოქტომბერში, რის შემდეგაც სრულიად ახალი ტრანსფორმაციის გეგმას დავიწყებთ. საქართველოში ოთხ წელიწადში უმუშევარი ადამიანი არ იქნება – ამის პირობას გაძლევთ ვაშინგტონიდან და სწორედ ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი,“ – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს