“კლინიკები იღებენ პაციენტებს და მერე ეძებენ კლინიკას, სადაც გაიყვანენ” – რეგულაციების შედეგი – მზია ქედელიძე

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მზია ქედელიძე, ამბობს, რომ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე, სახელმწიფო პაციენტებს არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა.
საქართველოს მთავრობის მიდგომები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. სხვადასხვა რეგულაციების შემოღების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ კატასტროფულად შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის შედეგადაც ვეღარ ხდება შესაბამისი პაციენტების მიღება. კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებს პაციენტებს.
კლინიკები იძულებული არიან მიიღოს პაციენტები კანონმდებლობიდან გამომდინარე ჯარიმების აცილების მიზნით და შემდეგ ეძებენ ადგილს სხვა კლინიკებში მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც სარისკოა ასეთი ტიპის პაციენტებისთვის ვისაც სჭირდება სასწრაფო რეანიმატოლოგიური მკურნალობა, რადგანაც კლინიკამ უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა რეანიმობილით და ამ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე სახელმწიფო არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა ერთისა, კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა.
ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტის არსებულ მდგომარეობაზე. მკურნალობა რომელზეც დამოკიდებულია პაციენტის შემდგომი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეფერხებულია, რადგანაც უადგილობის გამო შეიძლება გადაყვანილი იქნას სხვა ქალაქში ან რეგიონში, მოგეხსენებათ მაშინ როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს სასიცოცხლო ფუნქციები, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფაქტია პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შედეგიც ხშირად სავალალოა..

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა