ნატა ფერაძე: „ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს“

„ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან“, — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებისას.
სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმასთან დაკავშირებით ნატა ფერაძე ამბობს, რომ ახლაც იმავეს გააკეთებდა.
„აქამდე [სასამართლოში] ჯარიმას იყენებდნენ [აქტივისტების წინააღმდეგ]. ნახეს, რომ ჯარიმის თანხა გროვდებოდა, ეს არ გვაფერხებდა და ახლა დაშინების მეთოდზე გადავიდნენ. თან „ალტ-ინფოს“ უგორებენ [კოჭს], რომ აი, ციხეში ვსვამთ თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის“, — განაცხადა ნატა ფერაძემ.
მან თქვა რომ არაერთი მუქარა მიიღო და სახელმწიფოსგან მოითხოვა დაცვა, თუმცა უშედეგოდ.
„როგორც კი ციხიდან გამოვალ, ვაკეთებ სტალინის მსხვერპლთა მემორიალს. ვრგავთ პარტიზანულად, დიდი აბრით“, — განაცხადა ნატა ფერაძემ.
ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეეფარდა. ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს არ დასწრებია. სამართალდამცველებმა დასაკავებლად მას სახლში მიაკითხეს. ნატა ფერაძე დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა