ლოიდ ოსტინი: აშშ არ გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას თავდასხმების მიუხედავად

შეერთებული შტატები არ გეგმავს ჯარების გაყვანას სირიიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თავდასხმები გახშირდა ბოლო კვირებში ტერორისტული ჯგუფების მიერ, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ის რაც მოხდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გვაიძულებს განვიხილოთ სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხი“, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ამავე დროს, მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები ერაყის ხელისუფლებასთან ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარების ყოფნის შესახებ.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს. 

ასევე დაგაინტერესებთ