ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, „ჩამპიონატთან“ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და „ლივერპულის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა:
„ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა. დღეს პსჟ საბრძოლო სულისკვეთებით „ლივერპულზე“ აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია. გუნდები აპრილის და მაისის პერიოდებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი გადაწყდება. საფრანგეთის პირველობა პსჟ-ს ამის საშუალებას აძლევს. პრემიერლიგა კი არა, რადგან იქ ყველა დაპირისპირება გადამწყვეტია.
ვფიქრობ, პსჟ თავის იდეალურ დონეზე გადის. თუ მხედველობაში მთელი წლის მანძილზე ჩატარებულ თამაშებს და მარგი ქმედების კოეფიციენტს მივიღებთ, ხვიჩა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. „ლივერპულთან“ მატჩმა ეს დაადასტურა“.