ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა – მამარდაშვილი “ლივერპულის” ძირითადი მეკარე გახდება

რამდენიმე გამოცემა იტყობინება, რომ „ლივერპულის“ მეკარე ალისონი „იუვენტუსის“ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა მის გუნდში გადავიდეს.
Eurosport: „არის პირველი – დიახ. გახდება ალისონი „იუვენტუსის“ ახალი მეკარე? „ლივერპულს“ უკვე ჰყავს 30 მილიონ ევროდ შეძენილი მამარდაშვილი, რომელმაც „წითლებში“ თამაში დაიწყო და როგორც ჩანს, მზადაა პირველი ნომერი გახდეს“.
Goal: „ალისონი ამ სეზონში ტრავმების გამო რამდენიმეჯერ გამოვიდა მწყობრიდან,  დაბრუნება ყოველგვარი პრობლემის გარეშე აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, მაგრამ „ლივერპულმა“ მისი მემკვიდრე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში დაიმატა და მალე ძირითადი მეკარე გახდება“.
sport.quotidiano: „ალისონს მამარდაშვილი შეცვლის? „ლივერპულში“ თაობათა ცვლაა მოსალოდნელი, მამარდაშვილში დიდი ინვესტიციაა ჩადებული, ცვლილება ცხადი ხდება, რამეთუ კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი გააკეთა. ამდენად, ბრაზილიელის იტალიაში დაბრუნება აუხდენელ ოცნებას აღარ წარმოადგენს. ახლა კლუბებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება უნდა შედგეს, ფეხბურთელს კი ხელფასზე მოურიგდნენ“.
La Gazzetta dello Sport: „ალისონმა შეიძლება ისევ სპალეტის გუნდში ითამაშოს. ბეკერს დიდი ხანია სურს იტალიაში დაბრუნება. მან „ლივერპულში“ ყველაფერი მოიგო და ცვლილების დრო დადგა“.