6 მიზეზი, რის გამოც მსოფლიო კრიზისი შესაძლოა ირანის ომზე დიდხანს გაგრძელდეს

“ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი მსოფ­ლიო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სი მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა და ვერც დრო­ე­ბი­თი ზავი და ვერც -ისა და ის­რა­ე­ლის ირან­თან ომის დას­რუ­ლე­ბა ვერ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას დავ­ბრუნ­დეთ ომამ­დელ წარ­სულ­ში, სა­დაც იაფი ნავ­თო­ბი და გაზი მდი­ნა­რე­სა­ვით მო­ე­დი­ნე­ბო­და, ბიზ­ნე­სი ვი­თარ­დე­ბო­და, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი, ასე თუ ისე, იზ­რდე­ბო­და,“ – ამის შე­სა­ხებ BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი წერს და იმ მი­ზე­ზებს მი­მო­ი­ხი­ლავს, რა­მაც შე­საძ­ლოა კრი­ზი­სუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა მოგ­ვცეს.

  • 1. ნავ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა

სპარ­სე­თის ყუ­რი­დან ნავ­თო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ტან­კე­რი მყიდ­ვე­ლამ­დე თვე-ნა­ხე­ვარ­ში მი­დის. ომი ზუს­ტად თვე-ნა­ხევ­რის წინ და­ი­წყო. მსოფ­ლიო მხო­ლოდ ახლა შე­ე­ჯა­ხე­ბა ნავ­თო­ბის ფი­ზი­კუ­რი მი­წო­დე­ბის კრი­ზისს.

“აპ­რი­ლი გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მარ­ტი. ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გათ­ვლე­ბით, დე­ფი­ცი­ტი გა­ორ­მაგ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს (IEA) ხელ­მძღვა­ნელ­მა ფა­ტიჰ ბი­როლ­მა. მისი თქმით, ამის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ინფლა­ცია და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ნე­ლე­ბა, ხოლო უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბის ნორ­მი­რე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.

რე­ა­ლუ­რად დე­ფი­ცი­ტი 2026 წლის ბო­ლომ­დე იგ­რძნო­ბა.

  • 2. გა­ზის კრი­ზი­სი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია, ვიდ­რე ნავ­თო­ბის

ომამ­დე მსოფ­ლიო ცდი­ლობ­და თხე­ვად გაზ­ზე (LNG) გა­დას­ვლას, რათა თავი და­ეღ­წია მილ­სა­დე­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა ევ­რო­პა­ზე ზე­წო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად აქ­ცია. ირა­ნის ომმა გვაჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად სა­რის­კო იყო ეს ფსო­ნი.

ომამ­დე, სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ჩა­კე­ტილ ყა­ტარ­ზე მსოფ­ლიო თხე­ვა­დი გა­ზის მი­წო­დე­ბის 21% მო­დი­ო­და. მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა. თხე­ვა­დი გა­ზის მი­წო­დე­ბის სწრა­ფი აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, რად­გან ყა­ტა­რი­დან მისი გა­მო­ტა­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ზღვაო გზე­ბი არ არ­სე­ბობს.

  • 3. არა მხო­ლოდ შე­ფერ­ხე­ბე­ბი, არა­მედ ნგრე­ვაც

ერთი სა­კი­თხია სრუ­ტის გახ­სნა ტან­კე­რე­ბის­თვის, მე­ო­რე კი – წარ­მო­ე­ბის აღ­დგე­ნა სა­ბა­დო­ებ­სა და ქარ­ხნებ­ში, რომ­ლე­ბიც თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და. IEA-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ომის დროს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ნავ­თობ­გა­ზის კომ­პლექ­სის 40-ზე მეტი ობი­ექ­ტი და­ზი­ან­და.

ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ყა­ტა­რის გა­ზის კომ­პლექ­სის ნგრე­ვა რას-ლა­ფან­ში. ირა­ნულ­მა რა­კე­ტებ­მა მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი თხე­ვა­დი გა­ზის ქარ­ხნის სიმ­ძლავ­რე­ე­ბის 17%. ასე­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლია, ამი­ტომ მის შე­კე­თე­ბას არა თვე­ე­ბი, არა­მედ 3-დან 5 წლამ­დე დას­ჭირ­დე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ქუ­ვე­ით­სა და ერაყ­ში.

  • 4. ფული არ არის

ომამ­დე რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი გეგ­მავ­დნენ წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას. ახლა კი სა­უ­დის არა­ბე­თი, სა­ა­მი­რო­ე­ბი, ირა­ნი და ყა­ტა­რი იძუ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ფული და­ხარ­ჯონ არა გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, არა­მედ აღ­დგე­ნა­სა და მო­მა­ვა­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან და­სა­ცა­ვად გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე.

მომ­ხმა­რებ­ლებ­საც მო­უ­წევთ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა: რო­გორც გაძ­ვი­რე­ბულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე, ისე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გი­ა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე.

  • 5. რე­ზერ­ვე­ბი არ არის უსას­რუ­ლო და მათი შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო

დე­ფი­ცი­ტის შე­სამ­ცი­რებ­ლად და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­რა­გე­ბი­დან 400 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ არ გა­ი­ზარ­და ფა­სე­ბი იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე ეს შე­იძ­ლე­ბო­და.

ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი 4-5 თვე­ზეა გათ­ვლი­ლი, რის შემ­დე­გაც მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. ეს პრო­ცე­სი ნავ­თო­ბის ფა­სებს მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და გა­ა­ხან­გრძლი­ვებს კრი­ზისს.

  • 6. ომის გა­ნახ­ლე­ბის საფრ­თხე

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, რო­გორც ენერ­გი­ის სა­ი­მე­დო წყა­როს იმი­ჯი მრა­ვა­ლი წლით შე­ი­ლა­ხა. ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და -ისა და ირა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, კონ­ფლიქ­ტი ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ძა­ლით აალ­დეს.

ეს აი­სა­ხე­ბა და­ზღვე­ვი­სა და გა­და­ზიდ­ვე­ბის ფა­სებ­ზე, რაც სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ფას­ში იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი დიდი ხნით.

პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ორ­მუ­ზით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა: ჰუ­სი­ტე­ბი კვლავ ემუქ­რე­ბი­ან წი­თელ ზღვას და მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ში კი­დევ ბევ­რი “ვიწ­რო ად­გი­ლია“, რომ­ლებ­საც დრო­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ირა­ნის მა­გა­ლი­თით შთა­გო­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ეს­ხან თავს.

წყა­რო