,,მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე…” – სააკაშვილი

36
ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.
გპასუხობთ – ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.
ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.
თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდა და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.
ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების