რას მიიღებს ორბანი უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ – 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი დამტკიცებულია

ევროკავშირის 27-მა ლიდერმა სთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ბრიუსელმა თითქმის 2 თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, უნგრეთის პრემიერის დარწმუნება შეძლო. ორწლიან ომში მყოფი უკრაინისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის არმიას საბრძოლო მარაგები თითქმის სრულიად ამოეწურა, ვაშინგტონის დახმარება კი ჭიანურდება.
კიევისთვის გამოყოფილი 50 მილიარდიდან 17 პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენ 33 მილიარდს კი ს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კრედიტის სახით ჩაურიცხავენ.
ევროპელ ლიდერებს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე ორბანის წინააღმდეგობა ჰქონდათ დასაძლევი. დაძლიეს, თუმცა ამას სამიტამდე გამართული პირისპირი შეხვედრების სერია უძღოდა: ჯერ რამდენიმე ლიდერსა და ვიქტორ ორბანს შორის, მოგვიანებით კი – ორბანის გარეშეც. საბოლოო კენჭისყრაზე 2024-2027 წლებისთვის კიევის პაკეტს მხარი 27-ვე წევრმა დაუჭირა, ანუ ვიქტორ ორბანმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბანს დღეს არაფერი მიუღია, თუმცა სამომავლო ლავირების საშუალება დაიტოვა. ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველწლიურად ექნება შესაძლებლობა შეფასდეს დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და თუ საჭირო გახდა, 2 წელიწადში იმის შესაძლებლობაც იქნება, რომ საბჭომ კომისიას ახალი ბიუჯეტის გადახედვის მოთხოვნითაც მიმართოს. მართალია, დიპლომატების ნაწილი ბუდაპეშტთან გაფორმებულ ამ შეთანხმებას უარყოფს, თუმცა თავად ორბანის სიტყვებში გამარჯვების პათოსი ისმის.
დეკემბრის სამიტისგან განსხვავებით, ორბანისთვის დარბაზის დატოვება არავის უთხოვია. სამიტის წინასწარ განწყობებშიც იკითხებოდა, რომ უკრაინის საკითხზე პოზიტიური მოლოდინები არსებობდა. თუმცა, ისმოდა მკაცრი კრიტიკაც, რადგან ევროპელი ლიდერების ნაწილი ფიქრობს, რომ ორბანის თამაშები ევროპულ ერთობას ჩრდილს აყენებს.
ევროპელებს მადლობა უკვე გადაუხადა მ, რომელმაც ლიდერებს დარბაზში დისტანციურად მიმართა და აღნიშნა,რომ ეს თანხა უკრაინისთვის პრაქტიკულად გარანტიაა.
უკრაინის გარდა ევროპელებმა დღეს ახლო აღმოსავლეთის ომიც მიმოიხილეს. შუალედურად გადახედეს და დაამტკიცეს 2027 წლისთვის გაწერილი ბიუჯეტიც,რომელშიც დამატებითი ფინანსური პაკეტი 64.6 მილიარდ ევროს ითვლის. მასში საიმიგრაციო პრობლემებისა და თავდაცვის ხარჯების ზრდაა გათვალისწინებულ. თანხის ნაწილი ევროპულ სამეზობლოს მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას