“ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი მათთვის არის ის, რომ დააზიანონ ქვეყანა” – NGO-ებზე

მმართველი გუნდის შეფასებით, NGO-ების დიდი ნაწილი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის შემდეგ, ცდილობს საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპი – მოლაპარაკებების გახსნა შეაფერხოს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში NGO-ების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს. მმართველი გუნდი კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და მესამე სექტორს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებს.
“მათ თავიდანვე ჰქონდათ არჩეული ასეთი პოზიციები, რომ მაქსიმალურად წარმოეჩინათ, დაეზიანებინათ ხელისუფლების რეპუტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ექსკლუზიურად წარიმართებოდა პროცესი და ა.შ. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომლის შედეგადაც უნდა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
სამწუხაროდ, ამ ერთი სიტყვის – “სტატუსის” შინაარსის ცვლილებით, მაგრამ ყველაფერი იმავენაირად წარიმართება.
ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი მათთვის არის ის, რომ დააზიანონ ქვეყანა. პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ, მათ შორის, იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ, რეალურად, ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურებიან. აირჩია ეს ტაქტიკა იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება – დაე, ნუ ექნება ქვეყანას წარმატება, თუ ისინი თვითონ არ იქნებიან ამ წარმატების ავტორები,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მ.
“ხალხის ძალის” წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ დესტრუქციულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
“ის დესტრუქციულად განწყობილი NGO თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძვის საჯაროდ საქართველოს წინააღმდეგ, ბუნებრივად, ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერანაირ პროცესში. ISFED, IDFI და, სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, წესით, უნდა ემსახურებოდეს ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, ემსახურებიან უცხოური ძალების ინტერესებს.
ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, როდესაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება მოახდინეს და ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომლის გამოც ანჯღრევდნენ ქვეყანას რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამას გარდა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება ამბობდა, რომ ეკუთვნის საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ქართული NGO-ები ამბობდნენ, რომ არ ეკუთვნის, როგორც დღესაც აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა